|
2017-09-08 01:41:26, 1653 ნახვა
რეგიონი
ხულოში ხანძარი ლოკალიზებულია
ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 8-ის ნახევრიდან განაახლა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, დღის ბოლომდე ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია იგეგმება. „დილის 6 საათიდან ცოცხალი ძალა რამოდენიმე მიმართულებით გაიშალა. სრულად ლოკალიზებულია ცეცხლის ყველა კერა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია 500-მდე მეხანძრე-მაშველი და გდდ-ს თანმშრომელი. ასევე, სამუშაოებს აწარმოებს მძიმე ტექნიკა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების დაქსელვა და მიწის ნიადაგის დამუშავება. დილიდან მუშაობს 2 ვერტმფრენი“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, 3-4 დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძრის სრული პერიმეტრის დამუშავება მოხდება.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)