|
2017-09-06 01:32:20, 2966 ნახვა
რეგიონი
ხულოში ხანძრის ქრობის პროცესში დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა ჩაერთო
ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დილიდან ჩაერთო დამატებით 100-მდე მაშველი. გარდა ამისა, 350 განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი უკვე ცეცხლის კერებთან შევიდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ხანძრის სალიკვიდაციოდ დამატებითი გზის გაყვანა მიმდინარეობს, დღეს სტიქიის ზონაში მეორე ვერტმფრენიც იმუშავებს. "დღეს დილით, 6 საათიდან სამუშაოები განახლდა. თქვენ ხედავთ, რომ ცოცხალი ძალაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფის 850 თანამშრომელი არის აქ. ღამის განმავლობაში დამატებითი ინვენტარი ამოვიტანეთ, საუბარია პორტატული ცეცხლის ჩამქრობ აპარატებზე, ავზებზე და ე.წ პომპებზე. თქვენ იცით, რომ გუშინ 3 კილომეტრიანი გზა გაიჭრა. დამატებითი ტექნიკაა ამოყვანილი და დამატებითი შიდა გზების დაქსელვა მიმდინარეობს. ამ წუთებში დამატებით ცოცხალი ძალა ლოკაციებისკენ მიემართება, სადაც ცეცხლია. სიტუაცია უკეთესია. გუშინ ღამით ახალი კერები არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ავიაციას, სამუშაოებში 07:30 საათიდან ქართული ავიაცია უკვე ჩაერთო. წუთი-წუთზე თურქული ბორტი ამოფრინდება და ორი ვერტმფრენი სინქრონულად დაიწყებს უშუალოდ მეოთხე ლოკაციასთან მუშაობას, სადაც რთულია ცოცხალი ძალის მისვლა", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. დილიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი ჩაერთო.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)