01:42 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 04:05:42, 2228 ნახვა

ეკონომიკა
EBRD-ის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტი დიმიტრი ქუმსიშვილს ხვდება

ფინანსთა სამინისტროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტსა და პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებიან ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი ფრანსის მალიჟი, EBRD-ის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. 

შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობას, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს.

EBRD-ის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან. გარდა ამისა, EBRD-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ინვესტორთა საბჭოს სხდომაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics