01:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 07:45:20, 2189 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო კონკურსში „20th Japan Wine Challenge 2017" ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ, აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში „20th Japan Wine Challenge 2017" ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა.

კერძოდ, კომპანია „ჩიგოგიძე ვაინს"-ის „საფერავი 2015"-მა მოიპოვა კონკურსის უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედალი და რეგიონალური „ტროფი", როგორც საუკეთესო წითელი ღვინო საქართველოდან. კონკურსზე სულ 19-მა ღვინომ მოიპოვა პლატინის მედალი.

2 ოქროს მედალი მოიპოვა „ვაზიანი კომპანის" ხაზის „მაყაშვილის მარნის" ღვინოებმა „მწვანე 2016" და „ხიხვი 2016".  „ხიხვი 2016"-მა ასევე დაიმსახურა რეგიონალური „ტროფი", როგორც საუკეთესო თეთრმა ღვინომ საქართველოდან.

ვერცხლის მედლები მოიპოვა კომპანია „ბადაგონის" „GAU#5 WHITE ONE 2015"-მა და „ჩიგოგიძე ვაინს"-ის „ალექსანდროული 2015"-მა.

ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა ასევე „ბადაგონის" სამი ღვინო: „BADAGONI BRUT 2015", "MAESTRO SAPERAVI 2015" და „SAPERAVI RESERVE 2010".

კონკურსში მონაწილოებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე კომპანიის 1700 ღვინო. წარმოდგენილ ღვინოებს მსოფლიოს 30 ქვეყნიდან მოწვეული პროფეიონალი აფასებდა, მათ შორის, საფრანგეთის, ავსტრალიის, ავსტრიის, ჩილეს, იტალიის, ახალი ზელანდიის და სხვა ქვეყნების წარმომადგელები.

ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება მიმდინარე წლის ნოემბერში, ან 2018 წლის თებერვალში. „ტროფის" ჯილდოების გადაცემის ცერემონიაში იაპონიის პრინცესა ტაკამადო მიიღებს მონაწილეობას.

მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე  ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics