15:12 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 12:03:44, 592 ნახვა

სამართალი
იზორიას ინფორმაციით, პირები, რომლებიც სირიაში ახალგაზრდების წასვლას ხელს უწყობენ, საქართველოში არ იმყოფებიან

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, იმ პირთა გამოსავლენად, რომლებიც პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების ორგანიზებულ გადაყვანასა და გადაბირებას ხელს უწყობენ, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, ამ კუთხით შსს-ს კონკრეტული ინფორმაციები აქვს, თუმცა მას მტკიცებულებებით გამაგრება სჭირდება.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აღნიშნულ თემასთან დაკავაშირებით, უახლოეს მომავალაში საზოგადოებისთვის სიახლეებს აანონსებს.

„ინტენსიურად ვმუშაობთ, გარკვეული შედეგებიც არის. ამ მიმართულებით ინტენსიური ოპერატიული მუშაობა მიმდინაროებს იმ პირთა დადგენის მიზნით, რომლებიც არიან ჩართულნი ამაში. გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები, მაგრამ ამას მტკიცებულებებით გამაგრება სჭირდება. ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გაიგებთ სიახლეებს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

კითხვაზე - „საქართველოს ტერიტორიაზე არიან თუ არა იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლას ხელს უწყობენ“, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ "არ იმყოფებიან".

ამასთან, ლევან იზორიამ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხორციელების თაობაზე, მთავრობის ინიციატივაზეც ისაუბრა.

„მთავრობის ინიციატივაა ცვლილებები განხორციელდეს სისხლის სამართლის კოდექსში. ეს ინიციატივა უკვე პარლამენტშია. ცვლილებები მოიცავს ყველა შესაძლო შემთხვევებს, რომლებიც შეიძლება პოტენციურად დაკავშირებული იყოს საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ტერორისტულ საქმიანობასთან, იქნება ეს უკავნონო შეიარაღებაში მისი აქტიურობა, კლასიკურ ტერორისტულ ორგანიზაციებში, იქნება ასევე დასჯადი გადაბირება, წვრთნების გავლა, სხვების გაწვრთნა და ასე შემდეგ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics