|
2017-08-22 09:17:31, 2365 ნახვა
საზოგადოება
იან კელი: ფიქრით და ლოცვით მეხანძრეებთან ვართ
ამერიკის შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა. მისი თქმით, სიტუაცია რთულია და აშშ-ს სურს, დაეხმაროს საქართველოს, რათა ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდეს. „ფიქრით და ლოცვით მეხანძრეებთან ვართ. ეს ულამაზესი რეგიონია საქართველოში“,-აღნიშნა იან კელიმ. უშუალოდ სოფელ დაბაში 5 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული, ვინაიდან ცეცხლი დასახლებულ პუნქტს ძალიან მიუახლოვდა. მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს საცხოვრებელ სახლებზე და საფრთხე არ შეექმნას მოსახლეობას. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე და მთის ფერდობებზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)