|
2017-08-18 13:51:22, 981 ნახვა
რეგიონი
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახალ პროექტს განახორციელებს
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდი საქართველოში ახალი რეგიონული პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი, მიგრანტთა შორის აივ/შიდისისა და ტუბერკულოზის მეთვალყურეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რომელიც შემთხვევათა გაძლიერებული გამოვლენისა და მიმართვიანობის მექანიზმების გაძლიერებას უზრუნველყოფს. დღეს, მიგრაციის საერთაშორისო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ინიანა დერილოვმა პროექტის დეტალებზე სამუშაო შეხვედრა გამართა, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან. შეხვედრას, ასევე ესწრებოდა, მინისტრის მოადგილეები ლელა სურმანიძე და ზურაბ თენიეშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ირმა ხონელიძე და მაია წერეთელი, ასევე პროექტის ხელმძღვანელი ნინო შუშანია. საქართველოსთან ერთად გადამდებ დაავადებათა გამოვლენათა პროექტი აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკაშიც განხორციელდება. აჭარაში, პროექტის ფარგლებში, მიგრანტთა მონიტორინგი განხორციელდება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში. პროექტი დაახლოებით ერთ თვეში ამოქმედდება. IOM-ის რეგიონული პროექტი შემოშავდა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან, სომხეთის შიდსის პრევენციის ეროვნულ ცენტრთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 250 000 ა.შ.შ დოლარს. (NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)