21:29 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 14:02:22, 2257 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი თამარ მეარაყიშვილის ოკუპირებულ ახალგორში დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

სახალხო დამცველი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის ოკუპირებულ ახალგორში დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. 

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, 16 აგვისტოს მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს ადგილობრივი მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური სამოქალაქო პოზიციით და ახალგორის მკვიდრთა უფლებების დასაცავად გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებით.

"ამის გამო იგი ბოლო წლებში განიცდიდა ზეწოლას დე ფაქტო ხელისუფლებისაგან, რაც ამა წლის ივლისის თვეში მისი ცხინვალში იძულებით გატაცებით დასრულდა.

თამარ მეარაყიშვილის დაკავებას სახალხო დამცველი აფასებს როგორც უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას, სამოქალაქო აქტივისტზე ზეწოლას და მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ეს დაკავება ასევე უნდა შეფასდეს, როგორც მისი იძულება სამუდამოდ დატოვოს ახალგორი. შემაშფოთებელია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლამ რეგულარული ხასიათი მიიღო.

სახალხო დამცველი მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლის გაათავისუფლოს თამარ მეარაყიშვილი. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოების დასაცავად და გასათავისუფლებლად", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics