|
2017-08-16 14:58:55, 2616 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
ბათუმში, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა - ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
ბათუმში, გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ამასთან, უკიდურესად მძიმეა სამედიცინო ცენტრ "მედინაში" მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ქუთაისში გადაჰყავთ. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებასი განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინაროებს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ აფეთქების შედეგად 4 სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა, 2 მათგანს კი, ცეცხლი გაუჩნდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ადგილზე 60 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)