10:59 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 18:13:21, 1520 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე სამდღიანი ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სამდღიანი ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსი საპატიო სტუმრის რანგში საბრძოლო ლოგისტიკური უზრუნველყოფის თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო. საერთაშორისო ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ლოგისტიკის სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და სამომავლო ოპერაციებისთვის სამრეწველო და სამხედრო სფეროებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას განიხილავენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ჩეხ კოლეგას შეხვდა. ჩეხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ პეტრ პაველთან შეხვედრისას საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავალო  გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის საკითხს. შეხვედრას საჰაერო ძალების სარდალი ბრიგადის გენერალი ლიბორ სტეფანიკი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებიც დაესწრნენ. გენერალური შტაბის უფროსს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ტომას კუხტამაც უმასპინძლა.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე  იარაღისა და სამხედრო სისტემის მწარმოებელ სხვადასხვა ქარხნებსაც ესტუმრა და არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics