18:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 18:07:20, 2410 ნახვა

საზოგადოება
თეა პერტაია: ლარსის სასაზღვრო გამტარი პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ლარსის სასაზღვრო გამტარი პუნქტი ამ დროისთვის და ზოგადად, შეუფერხებლად მუშაობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, რუსეთის მხარეს გადასვლის მსურველ მოქალაქეთა რიგი არ შეინიშნება.

"მრავალსაათიანი ცოცხალი რიგები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდეა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე - სასაზღვრო ზოლში რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის დაცული. როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები მობილიზებული არიან, რათა საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას, ადგილზე, დროულად აღმოუჩინონ შესაბამისი დახმარება", - წერს უწყების თეა პერტაია.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა. "ზედა ლარსის" საბაჟო გამშვებ პუნქტთან 500-ზე მეტი ავტომობილია გაჩერებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics