18:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 10:47:36, 2218 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: ზღვის პირებზე მაშველებმა ასობით ადამიანი გადაარჩინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაშველებმა ზღვის პირებზე ასობით ადამიანი გადაარჩინეს.

კვირიკაშვილის თქმით, სამაშველო სამსახური ძალიან გამართულად მუშაობს:

"თითქოს ყოველდღიურ რუტინად იქცა 5-10 ადამიანის გადარჩენა ზღვისპირეთში და უკვე 100-ზე მეტია მაშველების მიერ გადარჩენილ ადამიანთა რიცხვი. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ამ სტრუქტურის გამართულ მუშაობას და იმ ადამიანების გმირობას, რომლებიც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავენ. ვფიქრობთ, ეს სტრუქტურა არის რა თქმა უნდა კიდევ უფრო გასაძლიერებელი”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში ტურისტების მატებასთან ერთად, გამოწვევებიც იზრდება და გაზრდილი გამოწვევების პირობებში, სტრუქტურის მუშაოგბის გაუმჯობესებას უნდა მიექცეს ყურადღება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics