10:49 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 12:04:10, 2239 ნახვა

კომენტარი
იზორია: ქედს ვიხრი ქართველი ჯარსიკაცების წინაშე, რომლებმაც უთანასწორო ომში გვიჩვენეს, როგორ უნდა ეროვნული ღირსების დაცვა

დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს პატივი მიაგეს.

დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ და თანაგრძნობა გამოუცხადეს.

„ქედს ვიხრით ყველა ქართველი ჯარისკაცის წინაშე, რომელმაც გვიჩვენა, თუ როგორ უნდა დაიცვა ეროვნული ღირსება უთანასწორო ომში, გვიჩვენა გმირობა, თუ როგორ უნდა გასწირო სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

დაღუპულ გმირთა პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ.

მუხათგვერდში იმყოფებოდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი, რომელმაც სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

დილიდან მუხათგვერდის სასაფლაოზე რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსებიც მივიდნენ, რომელთაც კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics