22:09 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 11:45:25, 2618 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო ფართოვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ბუმბა“ შეემატა, რომელიც პლასტმასის ჭურჭლისთვის სახელურების წარმოებას შეძლებს.

აღნიშნული კომპანია უკვე 20 წელია პლასტმასის ჭურჭელს აწარმოებს, თუმცა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია პროდუქციის ასორტიმენტს გააფართოებს და დამატებით 20 ადამიანს დაასაქმებს.

შპს „ბუმბა“ პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე აპირებს, კერძოდ კი მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ მსხვილ კომპანიებთან როგორებიცაა ბორჯომი, სნო და ა.შ.

შპს „ბუმბა“, რომელიც 2018 წლის იანვარში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ კი სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებით სარგებლობს. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  კი 616 749 ლარს შეადგენს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics