14:31 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-04 09:56:12, 2233 ნახვა

საზოგადოება
პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს მოძრაობა კვირის ბოლოს აღდგება

პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მორიგი შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა. 

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, სამუშაოები დაგეგმილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ინტენსიურ რეჟიმში  მიმდინარეობს. 

 მისივე თქმით, ამ დროისთვის, პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი დასრულებულია.  

„კვირის ბოლოს დასრულდება პეკინის მარჯვენა მხარეს მიმდინარე სამუშაოები, სადაც მთლიანად  მოწესრიგდა  მიწისქვეშა კომუნიკაცია.  მომდევნო კვირის  დასაწყისიდან სამუშაოები გზის მარცხენა მხარეს  გაგრძელდება,სადაც მოიხსნება  გზის საფარი და  მოწესრიგდება  მიწისქვეშა კომუნიკაციები. პარალელურ რეჟიმში გაკეთდება ტროტუარები,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

უახლოეს რამდენიმე დღეში სამუშაოები დასრულდება მიცკევიჩის ქუჩის გზაჯვარედინზეც, რის შემდეგაც მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები და დაიგება ასფალტის საფარის მეორე ფენა. 

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ,  მოძრაობა პეკინის მარჯვენა მხარეს გაიხსნება და სამუშაოები მარცხენა მხარეს გადაინაცვლებს.

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და  სექტემბერში დასრულდება. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics