14:31 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 15:55:40, 2186 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცოფის ვირუსის თანამედროვე კვლევის მეთოდს ამუშავებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მიმდინარეობს სწავლება ცოფის ვირუსის ახლებური მეთოდით გამოკვლევაზე. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიის სპეციალისტები  ცოფის ვირუსის იდენტიფიკაციის (სექვენირების)  მეთოდს ამუშავებენ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ცოფის  კვლევა მოლეკულურ (დნმ-რნმ-ის)  დონეზე. 

უწყების განმარტებით, ეს კი მნიშვნელოვანია, სამომავლოდ ვირუსის შესწავლის, ანალიზის, პრევენციისა და კონტროლის მძლავრი მექანიზმის შექმნაში. 

საქართველოში ცოფის დიაგნოსტიკა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ტარდება. 

დაავადების სიმძიმიდან  და ცოფის ვირუსის ცხოველებიდან ადამიანებში გავრცელებიდან (ზოონოზიდან) - გამომდინარე,  მაღალია პასუხისმგებლობა აღნიშნული დაავადების დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. 

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ცოფის დაავადების დიაგნოსტიკა დღეისათვის მაღალკვალიფიციურად ტარდება. ლაბორატორია აღჭურვილია  ბიოუსაფრთხოების კაბინით და თანამედროვე  მიკროსკოპით, განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთაც გავლილი აქვთ არაერთი სწავლება სხვადასხვა საერთაშორისო, საცნობარო ლაბორატორიის სპეციალისტებთან. 

სექვენირების, ანუ სახეობრივი იდენტიფიკაციის მეთოდი დღეისათვის წარმოადგენს მთავარ მეთოდს მოლეკულური დიაგნოსტიკის სფეროსთვის, რაც შესაძლებლობას იძლევა უკეთესი ეპიდზედამხედველობის მექანიზმის შემუშავებისთვის.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics