2017-08-02 17:45:18, 2468 ნახვა
საზოგადოება
აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხის სათავსოს ცეცხლი გაუჩნდა - დამწვარია 70 კვ.მ-მდე ფართობი
თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ძველ ხის სათავსოს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანრებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, დაიწვა 70 კვადრატულ მეტრამდე ფართობი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
„აგლაძის ქუჩაზე არის ორი ტაძარი- ერთი მშენებარე, ერთი მოქმედი ტაძარი. ამ ტაძრებს შორის იყო ძველი ხის სათავსო და ამ სათავსოში გაჩნდა ხანძარი, არანაირი შემხებლობა არ აქვს ამას ელიავას ბაზრობასთან. დაიწვა დაახლოებით 70 კვადრატულ მეტრამდე ფართობი, თავის ბალახებიან, ბუჩქებიანად, ცალკეულ კერებიანად. ოპერატიულად მოხდა ჩვენი ჯგუფების ადგილზე მისვლა და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან