|
2015-01-15 10:41:38, 1967 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოაცხადა
წელს ჩვენი მთავრობისთვის მთავარი გამოწვევა საქართველოში C ჰეპატიტის სრული დაძლევა იქნება და ამიტომაც 2015 წელს C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად ვაცხადებთ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გნცხადა. პრემიერის განმარტებით, წლების განმავლობაში C ჰეპატიტის პრობლემა დაუძლეველი იყო და მისი გადაჭრა წარმოუდგენელი ჩანდა, თუმცა მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგად დღეს დაავადების სრულ დაძლევაზეა საუბარი. „ჩვენ მალე დავიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომლის მიზანია არა მარტო მედიკამენტების მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. პროგრამაში ჩაერთვება საქართველოს C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის, პატიმრებისთვისაც. ჯანდაცვის სამინისტრო გაამკაცრებს რეგულაციებსა და კონტროლს დაავადების პრევენციისათვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ჯანმრთელობის სამინისტროსა და პირადად მინისტრ დავით სერგეენკოს წვლილი C ჰეპატიტის პროგრამის ამოქმედებაში და მადლობა გადაუხადა მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, შეუერთდნენ მთავრობის კამპანიას, რათა საზოგადოების მობილიზაციითა და ჩართულობით საბოლოოდ გადაიჭრას C ჰეპატიტის პრობლემა.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)