10:18 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 10:39:22, 676 ნახვა

საზოგადოება
უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ

უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ გიორგი ჯანელიძეს დღეს სამშობლოში გადმოასვენებენ, მანამდე კი, კიევში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 

გარდაცვლილის ხსოვნას პატივს მაიდანზე  უმაღლესი რადას წევრები, თანამებრძოლები და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები მიაგებენ.

გიორგი ჯანელიძის ცხედარი მარიუპოლიდან კიევში უკვე გადაასვენეს. სამოქალაქო პანშვიდის დასრულების შემდეგ ცხედარს უკვე თბილისში გადმოასვენებენ. 

შეგახსენებთ, ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში რამდენიმე დღის წინ  დაიღუპა. ის ბატალიონ „აზოვში“ მსახურობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თალიბანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა „ჰიჯაბის არასათანადო “ ტარების გამო ქალების დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციას
Axios-ის ცნობით, ირანმა თავს დაესხა აშშ-ის ბაზებს ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში.
აშშმ ირანი დაბომბა, თიერანმა ბაზების დაბომბვით უპასუხა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics