|
2017-08-01 14:27:42, 2528 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროებში მგზავრობის საფასურის ბარათებით გადახდას „საქართველოს ბანკი“ უზრუნველყოფს
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. შედეგად, მომავალი 10 წლის განმავლობაში თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროებში მგზავრობის საფასურის ბარათებით გადახდას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის ვადაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მგზავრობის საფასური ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით გადაიხადოს. ბანკი, ასევე, განახორციელებს ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის ახალი ტექნოლოგიით აღჭურვას. ამასთან, საქართველოს ბანკი ინარჩუნებს ექსკლუზიურ უფლებას თბილისის მეტროს სადგურებში განთავსებული ქონდეს ფილიალები, რომელთა რაოდენობა დღეს 23-ია. ფინანსური შეთავაზების მოცულობამ 22,2 მლნ ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკი ლიდერია გადახდების მომსახურების სფეროში და მომხმარებელს თავაზობს გადახდის ბევრ საშუალებას, როგორც ქვეყანაში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელით, ასევე თვითმომსახურების ტერმინალებით, ინტერნეტბანკით, მობილური ბანკითა და სატელეფონო ცენტრით. ხსენებულ აუქციონში გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის უპირატესობას და შესაძლებლობას, მომხმარებელს მიაწოდოს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე, მარტივი გადახდის საშუალებები და უზრუნველყოფს ბანკის წამყვანი პოზიციების შემდგომ გამყარებას სამომხმარებლო ბაზარზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. მან თბილისის მერიას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა: „საქართველოს ბანკს აქვს თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობაც ასეთივე ნაყოფიერი და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას გამოცხადებული ნდობისთვის“, - დასძინა კახა კიკნაველიძემ.
(NS)
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)