2017-07-31 13:54:43, 2383 ნახვა
საზოგადოება
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გაუქმდა - მაშველებმა 46 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და ყველა საგუშაგოზე თეთრი ალმები აღმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა უკვე უსაფრთხო და დასაშვებია.
უწყების ინფორმაციით, მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, 4-5 ბალიანი შტორმის პირობებში, საქართველოს, აშშ-ს, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნის 46 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის ყველაზე მცირეწლოვანი 7 წლის გოგონა იყო.
„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველების ეფექტური, ოპერატიული და მობილიზებული მუშაობის შედეგად, შავ ზღვაზე შტორმის დროს, არც ერთი ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, - აცხადებენ სამინისტროში.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან