19:47 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 16:21:02, 2771 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი დაზღვევამ“ დასეტყვილი მანქანების მფლობელებს 300 000-მდე ლარის ზარალი აუნაზღაურა

„თიბისი დაზღვევამ“ 10 ივნისს სეტყვისგან დაზიანებული ავტომანქანების ზარალი 274,000 ლარის ოდენობით აანაზღაურა.

სულ თიბისი დაზღვევაში სეტყვისგან დაზიანების 312 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 271 ავტომობილის შეკეთება დასრულდა, ხოლო 8 ავტომობილის ზარალის ანაზღაურება პროცესშია და სულ მალე დასრულდება.

 ავტომობილების ნაწილი საავტომობილო სერვისცენტრებში შეკეთდა, ნაწილი კი მომხმარებლებმა თავად შეაკეთეს „თიბისი დაზღვევის" მიერ ჩარიცხული თანხით. სულ  სერვისცენტრებში 61 ავტომობილი შეკეთდა, ხოლო პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მოხდა 210 ავტომობილის მფლობელისთვის, ეს გადაწყვეტილებმა მომხმარებლებმა თავისი სურვილის მიხედვით მიიღეს.

„ჩვენი მომხმარებლები მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალისგან დავაზღვიეთ. სეტყვისგან დაზიანებული ავტომობილების ზარალის ანაზღაურება ან შეკეთება საკმაოდ ხარისხიანად და ეფექტურად მოვახერხეთ. ჩვენს პარტნიორ სერვის ცენტრებში მოხდა სპეციალისტების ჯგუფის მობილიზება, კონკრეტულად ჩვენი კლიენტების მომსახურებისთვის. ზარალის ანაზღაურება, რომელიც ხანგრძლივი და მრავალმხრივი პროცესია, ჩვენი კლიენტებისთვის მაქსიმალურად მისაღები ფორმით და სწრაფად მოხდა. ასეთი ტიპის გამოწვევები ადასტურებს, რამდენად ეფექტურად მუშაობს სადაზღვევო კომპანია და ვთვლით, რომ წარმატებულად გავართვით თავი სტიქიისგან მიღებული ზარალის ანაზღაურებას,"- განაცხადა თიბისი დაზღვევის დირექტორის მოადგილე, დავით კიღურაძემ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics