|
2015-04-23 13:21:45, 866 ნახვა
ეკონომიკა
სემეკი: სამომხმარებლო ტარიფების კორექტირება გარდაუვალია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სამომხმარებლო ტარიფების კორექტირება სავარაუდოდ გარდაუვალი იქნება. ამის შესახებ სემეკ-ის წარმომადგენელმა „ექსპრესნიუსს“ კომისიისადმი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ტარიფების კორექტირების თხოვნით მიმართვის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. სემეკ-ის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ლევან გენძეხაძის განცხადებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართვის ძირითადი საფუძველი გამანაწილებელი კომპანიისთვის შესყიდული ელექტროენერგიის ფასის ცვლილებაა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობა გულისხმობას ელექტროენერგიის შესყიდვასა და განაწილებას მომხმარებლებისათვის. ეს ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ტარიფი შეიცვლება როგორც იურიდიული პირებისათვის, ასევე რიგითი მოქალაქეებისათვის. კომპანიის მიერ შესყიდულ ელექტროენერგიაში გადახდილი თანხის ცვლილება გამოწვეულია ზოგადად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით. თუმცა, საუბარი იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით დაკორექტირდება ტარიფი, ჯერჯერობით ნაადრევია", - განაცხადა ლევან გენძეხაძემ. მისივე ინფორმაციით, სემეკმა შესაბამისი გადაწყვეტილება და ტარიფის დადგენა 150 დღეში უნდა მოახდინოს. შეგახსენებთ, "ენერგო-პრო ჯორჯიამ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ტარიფის კორექტირების თხოვნით მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)