|
2017-07-21 11:13:26, 2331 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგებით, მაისში წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მილიონი ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში
„ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგების მიხედვით მაისში წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2017 წლის პირველ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა სექტორების მიხედვით შემდეგია: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 39%; ენერგეტიკა - 13%; მშენებლობა - 10% ფინანსური სექტორი - 8%; დამამუშავებელი მრეწველობა - 7%; სასტუმრო და რესტორნები - 6.7%; უძრავი ქონება - 4%; სხვა სექტორები - 12% ძირითადი საექსპორტო ბაზრები: ევროკავშირი - 27%; რუსეთი - 9.8%; თურქეთი - 8.2% ჩინეთი - 8.0%; ბულგარეთი - 7.9%; აზერბაიჯანი - 7.3%; სომხეთი - 7.1%; გერმანია - 4% სხვა ქვეყნები - 47.7% უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში სპილენძი - 15% ფეროშენადნობი - 8% თხილი - 8%; ავტომობილები - 8%; ღვინო - 5% მედიკამენტები - 5% სპირტიანი სასმელები - 4% სხვა - 46% პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა, საბიუჯეტო შემოსავლების დინამიკაზე და აღნიშნა, რომ იანვარ-ივნისში ნაერთი ბიუჯეტში გადასახადების სახით მობილიზებულია 4.748 მლნ ლარი, ზრდამ წინა წელთან შედარებით შეადგინა 14.2%, გადასახდელებმა შეადგინა - 5.841 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან - 11.7%. ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგების მიხედვით მაისში (პირველი სავადო), წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში; ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიმართულებით - ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ ხარჯებზე მიიმართა 1 143.8 მლნ ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 269.7 მლნ ლარით (30.9 პროცენტით) აღემატება.
(NS)
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)