04:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 10:33:21, 2656 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება, შესაბამისად, მიმდინარეობს პროცესები

„ამ საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება და შესაბამისად, მიმდინარეობს პროცესი“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, უკრაინული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის პოლიტიკური განხილვა არ მომხდარა.

„უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს სამართლებრივი პროცესი ამასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ განხილვებს, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთ შეხვედრაზე ამ საკითხის პოლიტიკური განხილვა არ მომხდარა. ამ საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება და შესაბამისად, მიმდინარეობს პროცესი“, - განაცხადა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics