13:40 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 13:12:59, 2681 ნახვა

კომენტარი
ელისო კილაძის შვილი: ნარკოტიკი ჩამიდო ვასაძემ, რომელიც პოლიციელის შვილია

"ქრონიკა პლუსის" რედაქტორის ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება,  გირაოთი გათავისუფლების შესახებ, მისთვის მოულოდნელი იყო.

როგორც ხარშილაძემ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნარკოტიკული საშუალება მას ჩაუდეს და ეს მისივე თქმით, დედამისის საქმიანობას უკავშირდება

"უდანაშაულო ვარ. ნარკოტიკი ჩამიდო ვასაძემ, რომელიც პოლიციელის შვილია. ყველაფერის მოტივი კი დედაჩემია და მისი საქმიანობა. დღევანდელ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა გადაწყვეტილება და ნამდვილად მოულოდნელი იყო. დანარჩენზე შემდგომ ვისაუბრებ“,- აღნიშნა ხარშილაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics