|
2017-07-10 13:40:18, 2738 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბაშიძე: ბანერის აღმართვის მიზანია, ქართულმა მხარემ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე დაიწყოს საუბარი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარების ერთ-ერთი მიზანია ქართულმა მხარემ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაზციაზე დაიწყოს საუბარი. როგორც აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართული მხარე აღნიშნულ საკითხზე საუბარს არ დაიწყებს. „საოკუპაციო ხაზთან ბანერების აღმართვას და ზოგადად იმას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, აქვს ერთ-ერთი ასეთი მიზანი, რომ აიძულოს ქართული მხარე დაიწყოს საუბარი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ჩვენ ვერანაირად ვერ დავიწყებთ დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ამაზე მოლაპარაკებებს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების, დასავლელი პარტნიორების ზეწოლით ეს პროცესი შეჩერდეს, შეწყდეს და დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარება. ამას საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალისხმევის 80 პროცენტი ყოველდღიურად ამ უმძიმესი პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული“,-განაცხადა აბაშიძემ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)