01:42 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 10:03:43, 2014 ნახვა

საზოგადოება
საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლაზე სპეციალური რეჟიმები დაწესდა.

დეპარტამენტის ცნობით, შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ.

„ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ100 და 66-ე კმ-ზე არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის კმ7 (სოფ. ჟონეთი) გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა ადიდებული მდინარის წყალი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17 (სოფ. ჟონეთი) მონაკვეთზე ადიდებული მდინარე გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თეთრიწყარო-ქსოვრეთი-გუდარეხი-სამონასტრო კომპლექსის საავტომობილო გზის კმ5-კმ14 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს საავტომობილო გზების წმენდას. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე უმოკლეს ვადებში მოხდება ავტოტრანსპორტის მიმოსვლის აღდგენა“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics