12:52 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 11:33:26, 2675 ნახვა

სამართალი კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: თუ არიან ოქრომჭედლები, რომლებიც ციანიდს არ იყენებენ, მათ ნამუშევრებს არ უნდა ენდოთ

„ციანიდი გამოიყენება ოქრომჭედლობაში - ოქროსთან, ვერცხლთან და სპილენძთან ერთად და მისი გამოყენება, ან არ გამოყენება ოქრომჭედელზეა დამოკიდებული“, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საუბარი იმის შესახებ, რომ ნატრიუმის და კალიუმის ციანიდი ოქრომჭედლობაში არ გამოიყენება, აბსურდულია.

„თუ არიან ისეთი ოქრომჭედლები, რომლებიც ციანიდს არ გამოიყენებენ, შემიძლია გითხრათ, რომ მათ ნამუშევრებს არ უნდა ენდოთ. ჩათვალეთ, ნახევარზე მეტი ოქრო არ იქნება და იქნება სპილენძი“, - განაცხადა რამიშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ციანიდი ოქრომჭედლობაში გამოიყენება.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს ოქრომჭედლები და გამომძიებლები დაიკითხებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics