12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 17:27:47, 2401 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: რუსეთის პასუხისმგებლობა ასე მკაცრად არასოდეს დამდგარა

„არასოდეს საქართველოს საკითხი ასე აქტუალური არ ყოფილა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და არასოდეს რუსეთის პასუხისმგებლობა ასე მკაცრად არ დამდგარა ყველა ფორმატში, როგორც დგება დღეს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოფელ ბერშუეთის მიმართულებით მცოცავ ოკუპაციას.

მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკა და ხედვა, რომელსაც მიზანმიმართულად ახორციელებს.

„საქართველოს მთავრობა ძალიან მტკიცე პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც უკავშირდება დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ამას ჩვენ ვახორციელებთ გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად. არასდროს საქართველოს საკითხი ასე აქტუალური არ ყოფილა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, როგორც დღეს არის და არასდროს რუსეთის პასუხისმგებლობა ასე მკაცრად არ დამდგარა ყველა ფორმატში, როგორც დგება დღეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკა და ხედვა, რომელსაც ვახორციელებთ და ვფიქრობთ დამატებითი ნაბიჯების გადადგმას, რაც განსაზღვრული იქნება ჩვენი ქვეყნის და პოლიტიკის შესაბამისად. გვაქვს პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც უკავშირდება ჩვენი ტერიტორიების გამთლიანებას, დეოკუპაციასა და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. ამ პოლიტიკას ბევრად უფრო წარმატებით ვახორციელებთ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ჩავიდნენ საოკუპაციო ხაზზე და როდესაც თვითონ ახორციელებდნენ ამ პოლიტიკას, ხელი შეუწყვეს ყველა ამ პროცესის წარუმატებლობას“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ამასთან, ჯანელიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის უარყოფს ბორდერიზაციის პროცესს. ამ ქმედებას მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციული ნაბიჯი უწოდა.

„ჩვენი მიზანია, რომ რუსულ პროვოკაციას არ წამოვეგოთ და გავაგრძელოთ მიზანმიმართულად ჩვენი ქმედებები, რომლებიც თავსებადია საერთაშორისო სამართალთან, ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო საზოგადოების ხედვასთან და რომელიც უკავშირდება ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიან დეოკუპაციას და გამთლიანებას“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics