09:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 15:07:38, 2348 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით სხდომის ჩატარება უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის საქართველოს მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით სხდომის ჩატარება.

როგორც კობახიძემ განმარტა, კონსტიტუციის თანახმად, უშიშროების საბჭო განიხილავს თავდაცვის ორგანიზებისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებს.

"რაც შეეხება მცოცავ ოკუპაციას, ეს არ არის არც ერთი და არც მეორე საკითხი. შესაბამისად, უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომის ჩატარება“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, არასამთავრობოებმა საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართეს, გაიმართოს შეხვედრა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში, რომელზეც საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე დღეს არსებული  საფრთხეები განიხილება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics