12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 13:59:57, 2180 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, მაისში დაახლოებით, 120 მილიონი ლარი დარჩა კომპანიებში

 „მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, მაისში, დაახლოებით, 120,0 მლნ ლარი დარჩა კომპანიებში", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წელს 500 მლნ ლარი იქნება ის თანხა, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად დარჩება ეკონომიკაში. „ეს კი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ინვესტიციებს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 გარდა ამისა,  მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების შედეგად, განვლილ 6 თვეში ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ ხარჯებზე მიიმართა 1 143,8 მლნ ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 269,7 მლნ ლარით (30,9%) აღემატება.  

„ესეც დამატებითი კონტრიბუციაა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ ზრდაში. ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები და პროგრამები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში", „აგროკრედიტები" და სხვა. აღნიშნული პროექტებიც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,"  - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics