09:58 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 11:25:19, 2675 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი ტალინში მინისტერიალზე გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ესტონეთში გაემგზავრა.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი ტალინში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

მინისტერიალზე სამართალდაცვით სფეროში განხორციელებული რეფორმების, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხებს განიხილავენ.

ტალინში ოფიციალური ვიზიტის დროს, გიორგი მღებრიშვილი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის 7 წევრი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics