12:08 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 14:28:53, 2659 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ფიქრია ჩიხრაძე: ირაკლი კობახიძეს აკვიატებად აქვს, პრეზიდენტს თავისი პოზიციის სისწორე უმტკიცოს

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძეს აკვიატებად აქვს, პრეზიდენტს თავისი პოზიციის სისწორე უმტკიცოს. 

როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გააცნობიეროს, რომ უნდა შედგეს ყველა პოლიტიკური მხარის შეთანხმება. 

„თუ ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარისგან ვისმენთ ასეთ განცხადებას, რომ მზად არის დიალოგი გაგრძელდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, უნდა მივიღოთ ასეთი რეალობა - პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით პარლამენტში, უნდა გაჩერდეს და შეიქმნას დიალოგისთვის ახალი ველი და იყოს სვლა თანხმობისკენ და კონსენსუსისკენ. რაც შეეხება ამავე თემაზე ისევ პრეზიდენტის გამოწვევას დებატებში და საკუთარი პოზიციების სიმტკიცეში, საზოგადოების დარწმუნებას, ამ განცხადებასთან აშკარად არაადეკვატურად გამოიყურება, იმიტომ, რომ ერთია დიალოგისკენ სვლა და მეორე, რომ ირაკლი კობახიძეს აკვიატებად აქვს, რომ პრეზიდენტს უმტკიცოს თავისი პოზიციის სისწორე. მთელმა ამ პროცესმა დაანახა, რომ შეიძლება კობახიძეს ჰქონდეს თავისი პოზიცია, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თავისი პოზიცია და პრეზიდენტს თავისი პოზიცია, მაგრამ ეს პოზიციები კი არ არის მნიშვნელოვანი, თანხმობა რაზე შედგება, ის არის მნიშვნელოვანი. ეს უნდა გააცნობიეროს უპირველეს ყოვლისა პარლამენტის თავმჯდომარემ და არა მცირე-მცირე სკანდალების შექმნით გავიდეს ფონს“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics