12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 17:58:20, 2293 ნახვა

კომენტარი
ლექვინაძე: შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით, მუშაობა შეჩერებული არ არის

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით, მუშაობა შეჩერებული არ არის.

როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, მიმდინარეობა უფრო ეფექტური და ალტერნატიული გზების მოძიება, რადგან ძველი ვარიანტი არაეფექტური და არამომგებიანი იყო. 

„ამ პროცესს საქართველოს რკინიგზა ახორციელებს და როდესაც კვლევის შედეგები ექნება, ბუნებრივია, ის ამას გაასაჯაროებს. თბილისის მერიის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში ძალიან მარტივია. ჩვენი სურვილია, რკინიგზა თბილისს გარეთ გატანილი იყოს, რადგან დედაქალაქში უფრო მეტის განვითარების შესაძლებლობა გაჩნდეს. ეს სარეკრეაციო სივრცე, ახალი სატრანსპორტო კორიდორი თუ ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულება იქნება. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აჩვენებს, არსებული სცენარებიდან ყველაზე მიზანშეწონილი რომელი იქნება. 

წინა პროექტის შეჩერება პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა და ჩვენი ოპონენტები ამ შემთხვევაში იყტუებიან, რადგანაც ავსტრიული კომპანიის კვლევამაც აჩვენა, რომ ძველ პროექტს ხარვეზები, როგორც ტექნიკურ ნაწილში ჰქონდა, ქანობების და ასევე, ტექნიკური პრობლემა იყო. გარდა ამისა, ის საკმაოდ არამომგებიანი იყო. უკვე ინვესტირებულ თანხას, რომლის ფარგლებშიც, გარკვეული ღონისძიებებია ჩატარებული, მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც გარკვეული ალტერნატივების განხილვას მოიცავს და დამერწმუნეთ, ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ამ ინვესტირებული თანხების დღემდე მიღებული შედეგის ეფექტურად გამოყენებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 

ცნობისთვის, დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი იმის გამო შეჩერდა, რომ წინა ხელისუფლების მიერ იყო წამოწყებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics