|
2017-07-04 14:44:05, 2480 ნახვა
სამართალი კომენტარი
ჯარჯი წიკლაური: გიორგი მამალაძემ პირველივე დაკითხვისას აღიარა, რომ იარაღს ინახავდა და ის მას ეკუთვნის
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე ბრალდებულის შემხებლობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა არ იყო. როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მამა გიორგი მამალაძემ პირველივე დაკითხვისას აღიარა, რომ მისი საძინებელი ოთახიდან ამოღებული იარაღი მას ეკუთვნოდა. შესაბამისად, პროკურორის შეფასებით, დამატებითი ექსპერტიზების ჩატარების საჭიროება არ არსებობს. წიკლაურის მტკიცებით, უდავოდ არის დადგენილი, რომ ბრალდებული მისსავე საცხოვრებელ ბინაში ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ინახავდა. „ერთ-ერთმა ადვოკატმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბრალდებული თავიდანვე უარყოფდა იარაღის ქონას. მინდა ვურჩიო მას, რომ საჯარო განცხადებების გაკეთებამდე კარგად გაეცნოს საქმის მასალებს. ბრალდებულმა პირველივე დაკითხვისას აღიარა, რომ იარაღს ინახავდა, ხოლო მის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკისას მისი საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა იარაღი. ამასთან, ბრალდებულმა არც თავად უარყო, რომ იარაღს ინახავდა და მას ეკუთვნის. შესაბამისად არავითარი აუცილებლობა ექსპერტიზების ჩატარების არ არის. მსგავსი უსაფუძვლო განცხადებებით ადვოკატები ეჭვქვეშ ვერ დააყენებენ უტყუარ ფაქტს, რომ ბრალდებული მისსავე საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ ინახავდა იარაღს“,-აღნიშნა წიკლაურმა და დასძინა, რომ საიდან მოიძია მან ეს იარაღი, რატომ ინახავდა და რა საჭიროება იყო, რომ მას უკანონოდ ეტარებინა იარაღი, აღნიშნულ კითხვებს მამა გიორგი მამალაძე პასუხს თავად გასცემს როდესაც სასამართლოში დაიკითხება.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)