17:32 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-02 16:32:13, 2382 ნახვა

სამართალი
საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქე გაუჩინარდა

საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან  1998 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე გაუჩინარდა. ინფორმაციას ათენის  ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საქართველოს მოქალაქე გივი მჭედლიშვილი თურქეთის გავლით  საბერძნეთში მიემგზავრებოდა.

„დღეს დილით ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრს მიმართეს თხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, 1998 წლის 4 ივლისს დაბადებული გივი მჭედლიშვილი, რომელმაც ვერ შეძლო ევროკავშირის საზღვრის კვეთა მესაზღვრეთა გადაწყვეტილებით, 3 დღეა დაკარგულია საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან და ოჯახს მის შესახებ სხვა არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია“,-ნათქვამია  ათენის ქართველ მიგრანტთა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გივი მჭედლიშვილი, ათენში დედის მოსანახულებლად, მოწვევის საფუძველზე მიემგზავრებოდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics