|
2017-07-01 13:56:11, 2479 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: თუ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, ბუნებრივია, ეს გუნდს პოზიტივს მოუტანს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისთვის უცნობია დაესწრება თუ არა კახი კალაძის ოფიციალურ წარდგენას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მდინარაძის თქმით, თუ ყოფილი პრემიერი საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, ეს გუნდისთვის პოზიტივის მომტანი იქნება. „ბატონი ბიძინა, ბუნებრივია დღევანდელ ღონისძიებაზე უნდა იყოს მოწვეული. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია დაესწრება თუ არა დღევანდელ წარდგენას მთაწმინდის პარკში. რაც შეეხება მის ჩართვას საარჩევნო კამპანიაში, ის მასში არ ჩაერთვება, თუმცა თუ ჩაერთვება, ბუნებრივია ეს გუნდს მხოლოდ პოზიტივს მოუტანს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს დღეს, 20:00 საათზე, მთაწმინდის პარკში ოფიციალურად წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)