|
2017-06-29 15:25:33, 2451 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის შეჩერებას ითხოვს
„იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და უნდა შეაჩეროს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი კონსენსუსის რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. „დღეს ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე. იმისთვის, რომ არ შეჩერდეს ქართული დემოკრატიის განვითარება, იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზიანებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, უნდა შეაჩეროს ეს პროცესი და დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს დიალოგის, კონსენსუსის, ჩართულობის ღირებულებებიდან გამომდინარე. ნუ შევიყვანთ დემოკრატიას ჩიხში“,-განაცხადა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)