11:19 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 11:50:35, 2459 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატი: ირაკლი მამალაძემ არ დაადასტურა, რომ დეკანოზს იარაღი სახლში თავად შეანახინა, თუმცა მის კითხვებს ვერ პასუხობდა

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ბრალდების მხარის იმ მოწმეებს, რომლებსაც ბრალდებულის ბარგთან შეხება ჰქონდათ, არაერთ მწვავე კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

გიორგი ფანცულაიას თქმით, ბარგთან დაკავშირებით ბევრი სამართლებრივი და დაუსაბუთებელი კითხვის ნიშანი არსებობს.

კერძოდ, როგორც ადვოკატმა განმარტა, კითხვებია, თუ როგორ მოხდა ბრალდებულის ბარგის ამოღება, მისი დალუქვა და გარკვეული პირების მიერ  ბარგში ციანიდის მოთავსება.

„თუ  პროკურატურა იმ პოზიციაზეა, რომ ისინი კვლავ თავის პოზიციას გაამყარებენ,  ამ პოზიციაზე ისინი არიან  ყველა მოწმის დაკითხვის წინ,  მაგრამ დაკითხვის შემდეგ ეს პოზიცია ნაკლებად აქვთ, რადგან მოწმე ადასტურებს იმ ფაქტს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. დღეს  თუ იქნებიან ის პოლიციელები და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც მოწმეთა სიაში არიან შეყვანილი და შეხება აქვთ ბარგთან, მათ არაერთ მწვავე კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა“,-აღნიშნა ფანცულაიამ.

რაც შეეხება იარაღს, ადვოკატის განცხადებით, გიორგი მამალაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას იარაღი სახლში ირაკლი მამალაძემ შეანახინა.

„სთხოვა მას, როგორც მოძღვარს, იარაღი შეენახა“,-განმარტა ფანცულაიამ და დასძინა, რომ ირაკლი მამალაძემ ეს ფაქტი დაკითხვისას არ დაადასტურა, თუმცა „ის ვერ სცემდა დეკანოზის მიერ დასმულ კითხვებს პასუხს“.

ფანცულაიას  შეფასებით, აღნიშნული მოსამართლისთვის ძალიან მნიშნელოვანი გარემოება უნდა იყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics