|
2017-06-29 11:13:17, 1939 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში კარდიოლოგიური ცენტრის მიმდებარე ტერიტორია კაპიტალურად შეკეთდა
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა გუდამაყრის ქ. #4-ში, წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები და ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო 1935 კვ.მ ფართობზე. საგზაო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე. „ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც კლინიკის პაციენტებისა და პერსონალისთვის, ისე შენობის მეორე ნაწილში მცხოვრები მოსახლეობისთვის. შენობაში 120 ოჯახი ცხოვრობს - დევნილები და სოციალურად დაუცველები. დღეიდან მათი საცხოვრებელი გარემო ბევრად გაუმჯობესდება. ასევე ვგეგმავთ პროექტის მეორე ნაწილის განხორციელებას და დარჩენილი წრიული გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. კარდიოლოგიური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 155 000 ლარი გამოიყოფა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)