|
2017-06-28 16:55:28, 1868 ნახვა
საზოგადოება
მერია: ზაჰესის ხიდის ჩამონგრევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია
თბილისის მერია ზაჰესის ხიდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ზაჰესის ხიდი ტექნიკურად სრულად გამართულია და საგზაო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. "გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ზაჰესის ხიდის ჩამონგრევის შესახებ ტყუილია, ხიდი ტექნიკურად სრულად გამართულია, საგზაო მოძრაობა კი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, დაცულია უსაფრთხოების ზომები. ზაჰესის ხიდის მშენებლობის დასრულებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის შედეგად ხიდთან მისასვლელი გზის სავალი ნაწილი დაზიანდა და არა თავად ხიდი, კერძოდ, ღვარცოფმა გაარღვია ჯებირი და ჩამოშალა მიწა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საყრდენი კედლის მშენებლობა, რაც სამუშაოების თანმდევი პროცესია. გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას და ნუ წარმართავენ წინასაარჩევნო კამპანიას მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების გზით",-ნათქვამია განცხადებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)