|
2017-06-28 12:00:34, 1034 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი ფართომასშტაბიან წვრთნებს გეგმავს
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა ფართომასშტაბიანი ე.წ. ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავს, - ამის შესახებ apsny.ru იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სწავლების მიზანი არამხოლოდ ოკუპირებული რეგიონის სამხრეთ-დასავლეთში შესაძლო აგრესიასთან გამკლავება და თავიდან აცილებაა, არამედ ერთობლივი ე.წ. წვრთნების ჩატარება. "შესაბამისი ძალებისა და საშუალებების მოზიდვით, გაერთიანებული დაჯგუფება შეიმუშავებს გეგმას, პოტენციური მოწინააღმდეგის თავდასხმის თავიდან ასაცილებლად - ეს იქნება ზღვიდან თუ სხვა ნებისმიერი შესაძლო მიმართულებებიდან დღის და ღამის რეჟიმში. მიმდინარე წელს სულ 100-ზე მეტი სწავლებაა დაგეგმილი, როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზებზე, ასევე ერთობლივი წვრთნები“, - ნათქვამია რუსული მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახურის განცხადებაში. ცნობისთვის, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ოკუპირებულ რეგიონში არაერთი ე.წ. სწავლება ჩატარდა. მათ შორის, დესანტის მონაწილეობით. რუსული სამხედრო მოსამსახურეების წვრთნაში გამოყენებული იყო შეიარაღების ახალი მოდელები, ჩართული იყო 300 სამხედრო მოსამსახურე და 40 ერთეული ტექნიკა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)