09:40 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 18:20:31, 2252 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მმართველ გუნდში და ამით ჩვენ ვამაყობთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა ის ამით მხოლოდ ამაყობს.

როგორც კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციურ პროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ,  115-ვე დეპუტატი ერთ აზრზე ვერ იქნება და ეს ბუნებრივი და დემოკრატიული პროცესია:

„უმრავლესობა  შეჯერდა გარკვეულ გადაწყვეტილებაზე. იყო დისკუსია, აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით. აქ იყო დასმული საკითხი ისე, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე რასაც იტყვის, ერთხმად 115-ვე დეპუტატი აუცილებლად უნდა იმას მიყვეს, რა თქმა უნდა, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობაში, მმართველ გუნდში და ამით ჩვენ ვამაყობთ. შეუძლებელია 116 ადამიანს ერთი და იგივე აზრი ჰქონდეს,  განსაკუთრებით პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო  არჩევნები დღეს მოქმედი შერეული სისტემით ჩატარდება, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლიდან ამოქმედდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics