12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 17:30:17, 2436 ნახვა

მსოფლიო
Ria: ნატო-ს გამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება სცადა

ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე ნატო-ს F-16-ის ტიპის გამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ნატო-ს სამხედრო თვითმფრინავის მცდელობა რუსულმა Су-27-ის ტიპის გამანადგურებელმა აღკვეთა, რომელიც თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს აცილებდა. 

როგორც "რია ნოვოსტი" წერს, რუსული თვითმფრინავები კალინინგრადში მიფრინავდნენ, სადაც ქვეყნის ტავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უსაფრთხოების საკითხებში დაგეგმილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ.

მედიის ცნობით, ოფიციალურმა კრემლმა მომხდართან დაკავშრებიტ კომენტარი არ გააკეთა და მედია საშუალებები თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურთან გადაამისამართა, 
თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გამანადგურებელი ყველა საერთაშორისო ნორმების დაცვით გადაადგილდებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics