|
2019-02-21 18:06:57, 2239 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი ტყვიავში იუსტიციის სამინისტროს ინფრასტრუქტურაში მოქმედ ინგლისური ენის კლუბს ეწვია
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში მოქმედ ინგლისური ენის კლუბს ეწვივნენ და ინგლისური ენის გაკვეთილს დაესწრნენ. გაკვეთილის დასრულების შემდეგ მინისტრმა და გაერთიანებული სამეფოს ელჩმა სწავლის ტრენერებსა და კურსის მსმენელებთან სწავლების მიმდინარეობის, ეფექტურობისა და შედეგების შესახებ ისაუბრეს. იუსტიციის სამინისტროს ე. წ. გამყოფ ხაზთან მდებარე ორ საზოგადოებრივ ცენტრში − ტყვიავსა და რუხში, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი 2018 წლის 13 დეკემბრიდან განახლდა. სოფლიდან გაუსვლელად ახალგაზრდები ინგლისურ ენას სწავლობენ, ხოლო ინგლისური ენის პედაგოგები პროფესიული გადამზადების პროგრამას გადიან. პროგრამის − „ინგლისური ენა თემისთვის“ − განხორციელების ადგილად ტყვიავი და და რუხი საგანგებოდ შეირჩა. იუსტიციის სამინისტროს მიზანია, კონფლიქტის ზონის სოფლებში ინგლისური ენის სწავლება ბრიტანეთის საბჭოს დახმარებით ხელმისაწვდომი გახადოს და ადგილობრივი თემი გააძლიეროს. ბრიტანეთის საბჭომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით, ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბები გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 საზოგადოებრივ ცენტრში გახსნა: ორსანტიის, ჩაქვის, დიდი ჯიხაიშის, წალკის, ვალესა და კაბლის საზოგადოებრივ ცენტრებში. ერთი წლის განმავლობაში ინგლისური ენის კურსი 1 500-ზე მეტმა მოზარდმა გაიარა. პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საელჩოს კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფონდის ხელშეწყობით. ბრიტანეთის საბჭომ ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბების ორგანიზებისა და ეფექტიანი მუშაობისთვის საზოგადოებრივი ცენტრები უახლესი ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამო შეარჩია. მათი თანამედროვე სტანდარტის შენობები აღჭურვილია კომპიუტერებით, უკაბელო ინტერნეტით, ბიბლიოთეკებით, კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზებით და შეხვედრების ოთახებით. ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. ინგლისური ენის კლუბების შექნის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის − „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − დირექტორმა, საქართველოს იუსტიციის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრებმა.
(NS)
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)