12:13 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 14:33:43, 1711 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით კანადაში იმყოფებოდა

თბილისის მერი დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით კანადაში გაემგზავრა, სადაც მთლიანად და ნაწილობრივ ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის  გენერალური ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფრანკოფონური ასოციაციის გენერალური ასამბლეა, რომლის წევრიც თბილისი  2001 წლიდან არის,  წელიწადში ერთხელ  ასოციაციის წევრ  ქალაქში იკრიბება და ამჟამად ასამბლეა კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ასამბლეის პარალელურად იმართება კანადის მეტროპოლისის მსოფლიო კონგრესი, რომლის გახსნას, მონრეალის მერის, დენი კოდერის მოწვევის საფუძველზე  ასამბლეის დელეგატებიც ესწრებიან. 

მსოფლიო კონგრესისა და ასამბლეის მუშაობის პერიოდში თბილისის მერი საქმიან შეხვედრებს გამართავს მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დავით ნარმანიას საქმიანი ვიზიტი კანადაში დღეს დაიწყო და 22 ივნისამდე გაგრძელდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics