|
2017-06-17 13:55:20, 2116 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
ტურიზმის დეპარტამენტი ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში ტრენინგებს ატარებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების მარკეტიგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგები დაიწყო. 4 დღიანი ტრენინგი ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა მარკეტინგული სტრატეგია და ტურიზმის ინდუსტრია, ონლაინ გაყიდვები და მათი მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიაში, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) როლი ტურიზმში და რეკლამის მნიშვნელობა გაყიდვების სტიმულირებაში. „ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები“-ს საკითხებში ლექციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტი ნინო დგვეფაძე კითხულობენ. ტრენინგები მონაწილეებს ორ ეტაპად სასტუმრო „დივან სუითში“ უტარდებათ. ის 9 ივნისს დაიწყო და 18 ივნისს დასრულდება. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში დეპარტამენტმა ტრენინგი 300-მდე ადამიანს ჩაუტარა, მათ შორის 207-ს მთიანაჭარაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)