|
2017-06-15 15:04:44, 737 ნახვა
რეგიონი
აჭარაში გერმანელი ჟურნალისტები მედიატურით იმყოფებიან
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში გერმანელი ჟურნალისტები იმყოფებიან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმანეტის ინფორმაციით, ბეჭდური, ონლაინ და რადიო გამოცემების წარმომადგენლები აჭარის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ. მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტებმა უკვე მოინახულეს მტირალას ეროვნული პარკი, მთიანი აჭარა და რეგიონის საზღვაო ტურისტული პროდუქტები. ისინი ასევე გაეცნენ აჭარის კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. ცნობისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანიიდან პრესტურს პირველად მასპინძლობს. გერმანიაში აჭარის რეკლამირება წელს პირველად დაიწყო, რაც ბერლინში, დორტმუნდსა და მიუნხენში გარე რეკლამას და მთელ გერმანიაში აქტიურ ონლაინ რეკლამას ითვალისწინებს. დეპარტამენტი მიმდინარე წელს გერმანიაში ორ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაშიც მონაწილეობდა, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტები წარადგინა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლის ბოლომდე 16 სამიზნე ქვეყნიდან ჯამში 32 პრეს და ინფოტურის ორგანიზებას გეგმავს. აღნიშნულ ქვეყნებში აქტიური სარეკლამო კამპანიები მეორე თვეა დაწყებულია. (NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)