11:19 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 14:26:58, 2988 ნახვა

მსოფლიო
ე​ვროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო

ე​ვროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლუცია მიიღო, - შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა დაბატების დასრულების შემდეგ მიიღო. 

ევროპარლამენტი ჟურნალისტის ბაქოში დაკავებას და შესაძლო გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.

რეზოლუციის პროექტში "მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა" ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, პასუხისმგებელი და ვალდებულია, მის ტეროტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის  შექმნას გარანტია იმისა, რომ არ მოხდეს მათი აზერბაიჯანში იძულებით დაბრუნება.

გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ გაზრდილია რიცხვი შემთხვევების, როდესაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ქვეყანაში ცხოვრებისთვის აუცილებელი საბუთის ვადის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან.

"შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის პასუხისმგებელია, დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეები, ასევე პირები, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ და, რომლებსაც  საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ან სხვა საქმიანობის გამო გასამართლება ელოდებათ", - ნათქვამია პროექტში.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის პროექტში მოყვანილია ის გავრცელებული ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა ჟურნალისტის გატაცება. ამასთან, მოყვანილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი მომხდარს საქართველოს სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინაშე არსებულ დიდ გამოწვევად აფასებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics